თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, მერის მოადგილე
ფიქრია ყუშიტაშვილი, თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლის ხელმძღვანელი
ზაქრო კევლიშვილი და მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამარ
ზაზანაშვილი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონს გუნდურ ჩათვლაში, მიხეილ
ბახბახაშვილს შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და ფულადი პრიზით, 10 000
ლარით დააჯილდოვეს.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრმა და თელავის ჭიდაობის
სპორტული სკოლის სპორტსმენმა, მიხეილ ბახბახაშვილმა, მიმდინარე წლის
აპრილში, მონტენეგროში, გუნდურ შეჯიბრში მოიპოვა ევროპის ჩემპიონის
სტატუსი, გასულ კვირას კი ბუდაპეშტში გამართულ ჩემპიონატზე წარმატებით
იასპარეზა. მან ფინალში, 73კგ წონით კატეგორიაში, იაპონელი მეტოქე დაამარცხა
და საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის მოპოვებაში
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.