პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტი წერს, რომ დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვა, ნავთობის ფასებზე სპეკულაციების გამო ზარალს განიცდის. მისი თქმით, ირანზე თავდასხმის მომზადების პროცესში დონალდ ტრამპის გარემოცვამ წინასწარ შეიძინა ნავთობის ფიუჩერსები, მოლოდინით, რომ შეტევის შემდეგ ფასები მოიმატებდა. “მსხვილმა საინვესტიციო ფონდებმა მოახერხეს მომზადება და, ზრდაზე თამაშის ნაცვლად, პირიქით, გახსნეს პოზიციები ვარდნისთვის – იმედოვნებდნენ მოკლევადიან ზრდას და შემდგომ კორექტირებას” – წერს ექსპერტი და განმარტავს, რომ ფასები ზრდიდან რამდენიმე საათში ისევ დასტაბილურდა, ტრამპის გარემოცვამ კი ასობით მილიონი ზარალი მიიღო. “ფული, ბაბა, ფული” “გამარჯვებისა” და “მშვიდობის” სიმწარე – ტრამპის უახლოესმა გარემოცვამ, ნავთობის ფასებზე წარუმატებელი სპეკულაციების გამო, ასობით მილიონი დოლარი დაკარგა. აშშ-ს ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური კლანის წყაროს ცნობით, ირანის გარშემო მიმდინარე ესკალაცია თავიდანვე დონალდ ტრამპის გუნდმა და მისმა უახლოესმა წრემ, წმინდა სპეკულაციურ ნაბიჯად ჩათვალა („TrumpCoin“-ის ძველი სქემების მსგავსად). “ინსაიდერები” ამტკიცებენ, რომ „ირანზე დარტყმების“ მომზადებისა და „ესკალაციის მოლოდინების“ ფონზე, ტრამპის უახლოესმა წრემ წინასწარ შეიძინა ნავთობის ფიუჩერსები და ნედლეულის კომპანიების აქციები, იმ იმედით, რომ ამ დემონსტრაციული შეტევის შემდეგ, ფასების მკვეთრ მატებას დაიწყებდნენ. ითვლებოდა, რომ ბაზარი შეშინდებოდა ჰორმუზის სრუტის ბლოკირების საფრთხის წინაშე და ნედლეულის პანიკური შესყიდვები დაიწყებოდა. თუმცა, რეალური სცენარის გაჟონვამ ეს მოლოდინები ჩაშალა: ინფორმაცია „კოორდინირებული, წინასწარ შეთანხმებული და დადგმული დარტყმების“ შესახებ, უოლ სტრიტის დახურულ ანალიტიკურ წრეებში მოვლენების დაწყებამდეც კი გამოჩნდა. მეც კი, რომელსაც ეს ინფორმაცია არანაირად არ უნდა მქონოდა – თავიდანვე მსგავს სპექტაკლზე ვამახვილებდი ყურადღებას, თუმცა წმინდა პოლიტიკურ კონტექსტში. აქ კი ფინანსური სარგებელიც ყოფილა ჩართული. მსხვილმა საინვესტიციო ფონდებმა მოახერხეს მომზადება და, ზრდაზე თამაშის ნაცვლად, პირიქით, გახსნეს პოზიციები ვარდნისთვის – იმედოვნებდნენ მოკლევადიან ზრდას და შემდგომ კორექტირებას. სწორედ ეს მოხდა: ნავთობის ფასი ახალი ამბების ფონზე ჯერ გაიზარდა, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ სწრაფად დაიწყო ვარდნა. შედეგად: ტრამპის გარემოცვასთან დაკავშირებულმა ფინანსურმა სტრუქტურებმა ასობით მილიონი დოლარის მყისიერი ზარალი განიცადეს, რადგან „ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე“ სპეკულაციური შემოსავლის მთელი გეგმა ინფორმაციის პირველი გაჟონვიდან რამდენიმე საათში ჩაიშალა. რის შემდეგაც ტრამპის კურსიც და მისი რიტორიკა მკვეთრად შეიცვალა – არანორმატიული ლექსიკის ჩათვლით…”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
Enter