კახა კალაძე: მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში,შესაბამისად,გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები,რომელიც მედიისთვის დაუშვებელს ხდის სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღებას,განპირობებულია იმით, რომ ბოლო წლებში სასამართლო დარბაზებშიმიზანმიმართულ პროვოკაციებს აწყობენ.ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხადგანუცხადა.„ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ მიზანმიმართულად ცირკსაწყობენ სასამართლო დარბაზებში. წარმოუდგენელია ის, რაც ხდება. შესაბამისად,გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ბევრ ევროპულ ქვეყანასა დაამერიკის შეერთებულ შტატებშია. გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომსასამართლო სხდომები დახურული იქნება მედიისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას – რისთვის სჭირდება ხელისუფლებასაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, მერი პასუხობს: „ეს ჩვენ არა, ქვეყანასსჭირდება, რომ სასაცილო არ გახდეს ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ჩვეულებრივცირკად აქციეთ ყველა სასამართლო სხდომა. წარმოუდგენელია ის, რასაცკადრულობთ. შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება ისეთი, როგორიცევროპულ ქვეყნებსა და აშშ-შია.“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება