თბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1 მლრდ 815 მლნ ლარი დაიხარჯა

თბილისის ბიუჯეტიდან ბოლო წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურულპროექტებზე 1 815 000 000 ლარი დაიხარჯა.ამის შესახებ დედაქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შემაჯამებელ პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომელსაც დღეს თბილისის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი უძღვებოდნენ.ინფრასტრუქტურის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას, გამოიყო დედაქალაქში საყრდენი კედლების მშენებლობის კუთხით განხორციელებულიპროექტები.ირაკლი ბენდელიანის თქმით, დედაქალაქში, სამწუხაროდ, ბევრია მეწყერ საშიშიარეალები, რომელთა მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს.„თბილისის ტერიტორიაზე პერიოდულად, შესაბამის სამსახურებთან ერთად ვახორციელებთ ისეთი არეალების მონიტორინგს, სადაც ადგილი აქვს მეწყრულიპროცესების განვითარებას. ასეთი ადგილები, სამწუხაროდ, ბევრი გვაქვსთბილისში, თუმცა, მუდმივი მონიტორინგის შედეგად, ტარდება პრევენციულიღონისძიებები“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.მან მაგალითად მოიყვანა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული კლდოვანიფერდი, რომელიც, მისი თქმით, ერთ-ერთი საყურადღებო ადგილია.„აქ თითქმის ყოველი ნალექიანი ამინდის დროს, ქვათაცვენას ჰქონდა ადგილი.ამიტომ მთლიანად ფერდის გაყოლებაზე მოვაწყვეთ ქვათაცვენის საწინააღმდეგობადეები და ამ მიმართულებითაც პრობლემა მოხსნილია. გარდა ამისა,ვაშლიჯვარში ახალი გზის მშენებლობა მთლიანად მეწყრულ არეალშიმიმდინარეობდა. საჭირო იყო ჯერ ფერდების დასტაბილურება და შემდეგ ახალიგზის მშენებლობა, რისთვისაც დაახლოებით 12 ბეტონის კედელი აშენდა, რისშემდეგაც საავტომობილო გზა მოეწყო“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.საერთო ჯამში, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 800-მდე მისამართზეგანხორციელდა. ამასთანავე, 16 მისამართზე მოეწყო ქვათაცვენის საწინააღმდეგობადეები, სულ მოცულია 128 000 კვ.მ ფართობი. ავარიული შენობების გამაგრების პროექტებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ
სამუშაოები ჩაუტარდა 700-მდე ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს და 2025 წლის ბოლომდე კიდევ 26 ავარიული კორპუსის გამაგრება დასრულდება.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, როდესაც საუბარია ავარიულ შენობებზე, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.„საკმაოდ ბევრია ავარიული შენობა-ნაგებობა, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და, ცხადია, სადაც ძეგლი მდებარეობს, იქ
შეუძლებელია უფრო მეტსართულიანი მშენებლობის განხორციელება – უნდა შენარჩუნდეს იგივე პარამეტრები და სართულების რაოდენობა. ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ პროგრამა, რომელიც იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ინვესტორს, ვისაც სურვილი აქვს ძეგლი აღადგინოს, ვაძლევთ საშუალებას, რომ დამატებითი ფართის მატება განახორციელოს სხვა კონკრეტულ
უბანში, სადაც არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მაგალითად, ქალაქის გარეუბნებში. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ძეგლს რეაბილიტაციას ჩაუტარებს და ამ პროცესებში მხოლოდ თბილისის განვითარებისფონდი არ იქნება ჩართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაზე საუბრისას, მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ პროგრამას დედაქალაქის
ათივე გამგეობა მუდმივად აქტიურად ახორციელებს მოსახლეობასთან თანამშრომლობით. „ბოლო წლების განმავლობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების
ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან 285 000 000 ლარი დაიხარჯა.დაახლოებით, 2 000 ლიფტი შეკეთდა და ახლით შეიცვალა, აქტიურად ხორციელდება კორპუსის სახურავების განახლება, ეზოების კეთილმოწყობა, 1 200- ზე მეტი სადარბაზოს რეაბილიტაცია ჩატარდა. ეს არის პროგრამა, რომელსაც მოსახლეობა ადგილობრივ გამგეობასთან ერთად აქტიურად იყენებს და მისი
მეშვეობით ხორციელდება მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა“, – განაცხადაირაკლი ბენდელიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება