„მომდევნო წლების განმავლობაში ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომ ჩვენიდედაქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით კიდევ უფრო მოწესრიგებული,მწვანე და ლამაზი გახდეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურისპოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროექტებისპრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, მომდევნო წლებში პრიორიტეტები სწორად დალაგდება,განხორციელდება პროექტები, რაც დედაქალაქს კიდევ უფრო მოწესრიგებულს დალამაზს გახდის.„მიუხედავად ბევრი გაკეთებული საქმისა, განხორციელებული პროექტებისა,ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ არ გვეშინია. ვიცით, რასჭირდება ქალაქს, რა პროექტებია განსახორციელებელი, როგორ უნდა დალაგდესპრიორიტეტები. მომდევნო წლების განმავლობაში ისეთ პროექტებსგანვახორციელებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით,კიდევ უფრო მოწესრიგებული მწვანე, სუფთა და ლამაზი გახდეს“, – განაცხადათბილისის მერმა.