თბილისის მერის დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტის თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე იქნება მიმართული.როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის ბიუჯეტის, დაახლოებით, 62მილიონი ლარით გაზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, არსებობს სერიოზული გამოწვევები, რომელთაც ღირსეული პასუხი სჭირდება.„გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი დამნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში, არსებობს სერიოზულიგამოწვევები, პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი. ჩვენმზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ქალაქის განვითარებისთვის. მინდა,დედაქალაქის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რადგან2017 წლიდან მოყოლებული დღემდე მოსახლეობა მხარს გვიჭერს და გვერდითგვიდგას ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რაც მთავარია გვენდობა და ჩვენთანერთად გადის ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს. მომდევნო ოთხი წელი კიდევუფრო მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისთვის, ბევრი კარგი პროექტი გვაქვსდაგეგმილი, რომლებზეც ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, -განაცხადა თბილისის მერმა.