როცა „ნაციონალებს“ ხვდებოდა პირში ახლიდა მათ სიბინძურეებს. მისმა ასეთმა ხასიათმა განაპირობა მისი ბედისწერა,- განაცხადა დავით ცინდელიანის დედამ თამარ არღვლიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საუბრისას, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეს განიხილავენ. თამარ არღვლიანი საუბრობს მისი შვილის მკვლელობის მოტივზე. დედის განცხადებით, დავით ცინდელიანს თბილისიდან ჩასული მაღალჩინოსნებისთვის და კოდორის „კუდ-ის“ თანამშრომლებისთვის საყვედური უთქვამს, დევნილების უყურადღებოდ დატოვების გამო, იმ წელს კი არჩევნებიც ტარდებოდა და ალბათ შეეშინდათ, რომ ხალხი მის მხარეს არ გადაებირებინა მის შვილს. „სახელდობრ, როდესაც კოდორი თოფის გაუსროლელად და უბრძოლველად ჩააბარეს სადისტურმა სააკაშვილის მთავრობამ, კოდორიდან გამოსული ჯარი და უფრო ადრე გამოსული ბავშვები, ქალები, მოხუცები უპატრონოდ მიატოვეს მათი თავშესაფარი გახდა ჩემი ოჯახი. ეცოდებოდა დევნილები, ემსახურებოდა მათ. დაჰყვებოდა ყველგან, ერთხელ შეხვედრა ჰქონდათ თბილისიდან ჩამოსულ მაღალჩინოსნებთან და კოდორიდან გადმოსულ „კუდ-ის“ თანამშრომლებთან დევნილებს. საკადრისად ვერ ისაუბრეს დევნილებმა და ესეც ჩარეულა ლაპარაკში და საყვედური უთქვამს, რომ კოდორი თოფის გაუსროლელად ჩააბარეთ, ბავშვები, ქალები უპატრონოდ მიატოვეთ და ახალა მაინც რატომ არ ზრუნავთ მათი პირობების შექმნაზეო. კამათის ბოლოს ისიც მიუყოლებია თქვენი დრო დათვლილია და მერე სად შეძვრებითო. „კუდ-ის“ თანამშრომლები იმ საღამოს იქ დარჩენილან ყველაფერი შეუსწავლიათ ვინ იყო ეს ბიჭი რა ავტორიტეტით სარგებლობდა ხევში. იმ წელს არჩევნებიც ტარდებოდა და ალბათ შეეშინდათ, რომ ხალხი მის მხარეს არ გადაებირებინა. არ გასულა 10 დღე და 2008 წლის 16 აგვისტოს თითქოს თათბირზე დაიბარეს დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაშა ჭკადუამ და ბადრი მამინაშვილმა მთავრობის დავალებით ჭუბერის თანამშრომლები და როგორც კი შევიდნენ ქუთაისში წინ დახვდათ ცხრაკაციანი სპეცრაზმი, იკითხეს დათო ცინდელიანი, გადმოვიდა მანქანიდან როგორც გადმოვიდა ორმა „კუდი-ის“ უფროსმა აქეთ-იქედან მოკიდა ხელი, უთქვამს ხომ არ გაგიჟდით რა მოხდა და მერე უსიტყვოდ გაჰყვა. უთქვამთ პოლიციის სამმართველოში მოდით და გაიგებთო“,-განაცხადა თამარ არღვლიანმა.