ორჯერ შევხვდი სადისტ სააკაშვილს ჩემი გაცხადებით. ყველაფერი მოვახსენე, ვისი დავალებით ჩამოვიდა ქუთაისში, რომელ ადგილას იყო, ბანკის წინ რომ ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული, ქუთაისის სპეცრაზმმა რომ აიყვანა, ეს ყველაფერიც ვუთხარი. ისიც ვიცოდი, რომ თბილისის სპეცრაზმს გადააბარეს. სააკაშვილმა ორჯერვე მითხრა, აუცილებლად დაგეხმარები და გამომძიებლების მეშვეობით გაიგებო, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ მოკლული დავით ცინდელიანის დედამ, თამარ არღვლიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისში გამომძიებლები ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილი, დავით ცინდელიანი ცოცხალი იყო და მალე დაუბრუნდებოდა, თუმცა, მალევე ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ ცინდელიანი, აფხაზეთის კუდის უფროსმა, რომან შამათავამ მოკლა. თამარ არღვლიანის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის პირობებში ამ ინფორმაციას ვერც ამხელდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ ოჯახსაც და მოწმეებსაც მოიშორებდნენ. “ჩავდიოდით ქუთაისში და ისინი მეუბნებოდნენ, ცოცხალია და დაგიბრუნდებათო. ცოტა ხნის შემდეგ, შიგნიდან გასკდა, რომ დათო მოკლული იყო აფხაზეთის კუდ-ის უფროს რომან შამათავას მიერ, მაგრამ სად, როგორ – ეს არ ვიცოდით. ამასაც ვერ ვამხელდით იმ სადისტური მთავრობის ხელში, რომ ის მოწმეებიც არ მოესპოთ, ამის გვეშინოდა. ჩვენდა საბედნიეროდ და მთელი საქართველოს მოსახლეობის საბედნიეროდ, როგორც შეიცვალა ეს სისხლისმსმელი მთავრობა და ხელისუფლების სათავეში მოვიდა “ოცნების” მთავრობა, სამხილი ჩვენ მივეცით და ყველაფერი გამოიძიეს – სად, როგორ, როდის, ვინ. დიდ მადლობას მოვახსენებ ყველას, დაწყებული მთავრობიდან, დამთავრებული გამომძიებლებით, ვინც ამ საქმეში ჩაერია და ყველაფერი ისე გამოიძიეს, როგორც იყო.” – განაცხადა თამარ არღვლიანმა.