დავით ჩიხელიძე: ჯინ შაჰინის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება – ბაჩიაშვილი კოლექტიური დასავლეთის აგენტია, სწორედ ამიტომ მოინათლა მისი დაკავება დემოკრატიაზე თავდასხმად

ბაჩაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ყავლგასული სენატორის ჯინ შაჰინის განცხადება ადასტურებს, რომ დასავლეთში რაღაც ყარს! სენატორის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, სენატორი შაჰინი, ქართული დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დარტყმის მიყენებას რიგითი აგენტის, ბაჩიაშვილის გადასარჩენად ცდილობს, ვინაიდან, გიორგი ბაჩიაშვილი კოლექტიური დასავლეთის აგენტია და ამიტომ მოინათლა მისი დაკავება დემოკრატიაზე თავდასხმად. “ბაჩაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ყავლგასული სენატორის ჯინ შაჰინის განცხადება ადასტურებს, რომ დასავლეთში რაღაც ყარს! სენატორის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება. გახსოვთ რამდენიმე თვის უკან, ერთ ერთ საქმესთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა ქართველ მოსამართლეს ახსნა-განმარტება რომ მოსთხოვა? რაც რა თქმა უნდა ქართულ მართლმსაჯულებაში პირდაპირი ჩარევა იყო, ახლა შაჰინი ცდილობს ჩაერიოს ქართული დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში და დარტყმა მიაყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას, ის უმაღლეს დონზე ჩატარებული სპეცოპერაციის დაკნინებას ახდენს. რატომ? პასუხი მარტივია, რიგითი აგენტის ბაჩიაშვილის გადასარჩენად! დიახ ბაჩიაშვილი კოლექტიური დასავლეთის აგენტია, სწორედ ამიტომ მოინათლა მისი დაკავება დემოკრატიაზე თავდასხმად. რეალობა შაჰინის განცხადებისგან, რადიკალურად განსხვავებულია, რეალურად ბაჩიაშვილი არის სტატისტიკური კრიმინალი, რომლის ადგილი ციხეში არის, ბაჩიაშვილის საქმე, საქართველოს და ქართული ძალოვანი უწყებების შეფასების კარგი ინდიკატორია. საქართველო არის ძლიერი დამოუკიდებელი ქვეყანა, სტრუქტურულად გამართული ძალოვანი უწყებებით, რომელთაც მათ წინაშე არსებული ამოცანის წარმატებით შესრულება შეუძლიათ!” – წერს დავით ჩიხელიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება