აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს შეხვედრა დასრულდა. პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მდივანი შეხვედრას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს, რომელიც სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრაა.
მანამდე მაიკ პომპეო ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გაიმართა აუდიენცია. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ- მინისტრთან გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.
ცნობისთვის, მაიკ პომპეო თბილისს გუშინ ეწვია. აღსანიშნავია, რომ არ იგეგმება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ მედიასთან კომენტარის გაკეთება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს დღეს დატოვებს, რის შემდეგაც ისრაელს ეწვევა. მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდ