იტალიის ქალაქ მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე დღესლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტრაფაელე კატანეოს შეხვდა.მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იტალიის ურთიერთობებზე, თანამშრომლობისპერსპექტივებზე, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე.შეხვედრაზე კახა კალაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მილანი მისთვის მშობლიურიქალაქია, სადაც არაერთი წელი იცხოვრა და სურვილი გამოთქვა ყველა იმ რესურსისგამოყენების, რაც თბილისსა და მილანს შორის ურთიერთობებს კიდევ უფროგააღრმავებს.„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თბილი და მეგობრული შეხვედრისთვის. ჩემთვისდიდი პატივია, ვიმყოფებოდე იტალიაში, ჩემთვის მშობლიურ ქალაქ მილანში.ჩვენს ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი რესურსი არსებობს,მათ შორის: კულტურის, ტურიზმის, გამწვანება-ურბანული დაგეგმარების,ნარჩენების მართვის, ტრანსპორტის და სხვა მიმართულებით. მე, როგორცთბილისის მერი, მზად ვარ ყველანაირად შევუწყო ხელი ურთიერთობებისგაღრმავებას. ლომბარდიის რეგიონს უდიდესი როლი აქვს იტალიის ეკონომიკისგანვითარებაში. მინდა, მოგიწვიოთ თბილისში, ადგილობრივ ბიზნეს სექტორთანერთად. ბიზნესისთვის თბილისი და ზოგადად საქართველო ძალიან ხელსაყრელიდა საინტერესო ქვეყანაა. ასე რომ, ვფიქრობ ამ კუთხითაც თანამშრომლობა ძალიანწაადგება ორივე ქვეყანას,“- აღნიშნა კახა კალაძემ.ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტმა, ატილიო ფონტანამ მადლობა გადაუხადაკახა კალაძეს ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს დელეგაციასთანერთად, მალე თბილისს ეწვევა.„ძალიან მოხარულები ვართ თბილისის მერთან დღევანდელი შეხვედრის.გვახარებს ის ფაქტი, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა საქართველოს საკონსულო,რომელთანაც უკვე გვაქვს საქმიანი ურთიერთობები. როგორც იცით, ლომბარდიისრეგიონი არა მხოლოდ იტალიაში, ევროპის მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანირეგიონია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის განვითარების მაღალიდონით. შესაბამისად, გვაქვს სურვილი გავაღრმაოთ ურთიერთობა საქართველოსთან, თბილისთან. დღეს თბილისის მერისგან მივიღეთ შემოთავაზება,ვიმუშაოთ ლომბარდიის რეგიონიდან ბიზნეს დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე თბილისში. მნიშვნელოვანია წინასწარ შეთანხმდეს მხარეებისთვის საინტერესო საკითხები, რათა ეს ვიზიტი იყოს ნაყოფიერი. ასე რომ, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვიმუშაოთ ამ საკითხზე,“- განაცხადა ატილიო ფონტანამ. დღევანდელ შეხვედრას მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალიაკორძაია დაესწრო.