კოტე იოსელიანის გუშინდელ აღიარებას საერთოდ არც მივაქცევდი ყურადღებას, რომ არა მისი თანამეცხედრის თინა ბოკუჩავას ღრმად უჭკუო მცდელობა საკუთარი პიარის ინსტრუმენტად გამოიყენოს ქმარი. სასაცილოც კი არაა ბოკუჩავას მოყოლილი „ტრილერი,“ თითქოს მის გამო დაესხნენ თავს იოსელიანს, აიძულეს ბოდიშის მოხდა, მერე თურმე მოდულის შენობაში მიიყვანეს (ნახეთ, სადამდის დადის აბსურდის თეატრი! – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. მისი თმით, ეს მდარე „ტრილერი“ ნაცმოძრაობის ოფისში დაიწერა და კიდევ ერთი ნიშანია მათი ინტელექტუალური დეგრადაციის. „ კოტე იოსელიანის გუშინდელ აღიარებას საერთოდ არც მივაქცევდი ყურადღებას, რომ არა მისი თანამეცხედრის თინა ბოკუჩავას ღრმად უჭკუო მცდელობა საკუთარი პიარის ინსტრუმენტად გამოიყენოს ქმარი. სასაცილოც კი არაა ბოკუჩავას მოყოლილი „ტრილერი,“ თითქოს მის გამო დაესხნენ თავს იოსელიანს, აიძულეს ბოდიშის მოხდა, მერე თურმე მოდულის შენობაში მიიყვანეს (ნახეთ, სადამდის დადის აბსურდის თეატრი!). თან ყველაფერი მოხდა ისე, რომ იოსელიანი უვნებელი წაიყვანეს და ასევე უვნებელი ჩააბარეს ოჯახს. რა თქმა უნდა, ეს მდარე „ტრილერი“ ნაცმოძრაობის ოფისში დაიწერა და კიდევ ერთი ნიშანია მათი ინტელექტუალური დეგრადაციის. ისე, საინტერესოა, რატომ არაფერს ამბობს თავად „დაზარალებული“? წესით, ბოკუჩავას ადგილას ტრიბუნასთან ის უნდა მდგარიყო.“ – წერს ანჯაფარიძე.