ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია “მოდინახემ” მაყურებელს წარუდგინა მძაფრი ემოციებით, სიმბოლიზმითა და ისტორიული კონტექსტებით გამორჩეული სპექტაკლი „უკანასკნელი თოლია”.დადგმა მოგვითხრობს სოხუმის დაცემის ტრაგიკულ ამბავს 1993 წლის 27 სექტემბერს, როცა ქალაქი დაეცა და ერთ-ერთი უმძიმესი ფურცელი ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. სპექტაკლის ცენტრალურ ფიგურად წარმოდგენილია ჟიული შარტავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური, სახელმწიფოებრივი ღირსების სიმბოლო, რომელმაც სიცოცხლე გაწირა ადამიანური და ეროვნული ღირსების დასაცავად.