საზღვარგარეთ უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 7 მილიონს მიუახლოვდა

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით საზღვარგარეთ გადახვეწილი უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 7 მილიონს მიუახლოვდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ეროვნულ ბანკსა და გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მხოლოდ წლის დასაწყისში უკრაინა 100 ათასმა ადამიანმა დატოვა.

გარდა ამისა, ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 3,8 მილიონ ადამიანს შეადგენს. მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილამდე აღნიშნული მაჩვენებელი 188 ათასით გაიზარდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება