„ევროპელი ბიუროკრატების ნაწილმა ვერ შეძლო ხელისუფლებაში თავიანთიაგენტურის მოყვანა და ამიტომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს“, – ასე შეაფასადედაქალაქის მერმა ზოგიერთი ევროპელი დეპუტატის მხრიდან ხელისუფლებისმიმართ წამოსული კრიტიკა.როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროპელი დეპუტატებისნაწილს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ საქართველოს პატრიოტი ხელისუფლება ჰყავსდა უნდათ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა მოიყვანონ.„ვიცით მოტივი, თუ რატომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს. ეს არ არის პირველიშემთხვევა. არ არის ახალი არც ჩვენთვის, არც ქართული საზოგადოებისთვის.ევროპელი ბიუროკრატების ნაწილი საქართველოში არჩევნებში დამარცხდა. ისინიგამჭვირვალობის კანონზე მოგვიწოდებდნენ, ცუდია, დემოკრატიასეწინააღმდეგებაო, ამ დროს ბრიუსელში თავადვე საუბრობენ, რომ მსგავსი ტიპისკანონპროექტები უნდა მიიღონ.ბოლო წლებში რამდენიმე მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების,ხელისუფლების დამხობის. ეს ყველაფერი გარედან ფინანსდებოდა. მათ ჰყავდათდა ჰყავთ თავიანთი პატრონები, რომლებსაც უნდათ საქართველოში ხელისუფლებაშეიცვალოს, რადგან პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას, რომელიც ხალხისინტერესებს იცავს. სწორედ ეს არ მოსწონთ. ვერ შეძლეს ხელისუფლებაშითავიანთი აგენტურა მოეყვანათ, რომლებიც მზად იყვნენ, ყველაფერიგაეკეთებინათ, რასაც პატრონები დაავალებდნენ, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგწასვლა“, – განაცხადა თბილისის მერმა.