სამტრედიაში თანამედროვე ჯანდაცვის ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ჯანდაცვის სახლის მშენებლობა.

მუნიციპალიტეტში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც სრულად აღიჭურვება უახლესი სამედიცინო ტექნიკით. პროექტის მიზანია მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.

მიმდინარე სამუშაოები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება