თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა სოფელ დევენაანთხევში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

პროექტის ფარგლებში სოფლის შიდა საუბნო გზაზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, ასევე დაგეგმილია სანიაღვრე არხის, გზის დაერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა.

სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, სახელშეკრულებო ღირებულება 316 000 ლარს შეადგენს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება