შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელებმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, გიგა ოთხოზორიას საფლავი ყვავილებით შეამკეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი შესრულდა. ზვიად ზვიადაძემ გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება