ირაკლი კობახიძე -დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ,თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი რამდენად ძლიერია  და მტკიცეა ჩვენი საზოგადოება, დღეს არის ერთიანობის ზეიმი 

დღეს არის ერთიანობის ზეიმი და საზოგადოება გაერთიანებულია სიყვარულის, ტრადიციული ფასეულობების, პატივისცემის იდეის გარშემო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელი დღე ნამდვილი ზეიმია. 

„ყველას მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ნამდვილი ზეიმია. დღეს არის ერთიანობის ზეიმი და დღეს საზოგადოება არის გაერთიანებული სიყვარულის იდეის გარშემო, ტრადიციული ფასეულობების, პატივისცემის იდეის გარშემო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, რამდენად ძლიერია და მტკიცეა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ გვმართებს მომავალშიც განვაგრძოთ ბრძოლა ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დასაცავად, ეს ასე იქნება. არ შეიძლება, ეს ერთიანობა არ იყოს ის, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენ ყველა გავუფრთხილდებით ჩვენი საზოგადოების ერთიანობას და განვაგრძობთ ბრძოლას იმისათვის, რომ დავრჩეთ მტკიცედ ერთგული იმ ფასეულობებისადმი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება