აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 134 წელი აღნიშნეს

აბაშაში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კონსტანტინე გამსახურდიას 134 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა” აღინიშნა.

სადღესასწაულო ღონისძიებებს, სოფელ ძველ აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც მოწყობილი იყო სხვადასხვა შემეცნებითი სივრცეები.

დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ მწერლის სახლ-მუზეუმი.

ღონისძიებას კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, პარლამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„კონსტანტინეობა“ გალა-კონცერტით დასრულდა, რომელშიც ,,ქართული ხმებთან” ერთად ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება