არჩილ გორდულაძე: პოლოლიკაშვილს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც რამდენიმე თვის წინ კონსულტაციები იყო საჭირო, ის არაკონტაქტური იყო, შემდეგ აგრესიული რიტორიკით გამოირჩეოდა – სხვა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი ადამიანების მიმართ მიღებული გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკურია

წესით, ბატონ პოლოლიკაშვილს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მას ორჯერ დაეხმარა, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა დაეკავებინა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადების შეფასებისას. გორდულაძის თქმით, პოლოლიკაშვილი რამდენიმე თვის წინ, როდესაც მასთან კონსულტაციები იყო საჭირო, კონტაქტზე არ გამოდიოდა და შემდეგაც, აგრესიულობით გამოირჩეოდა. მისივე თქმით, როდესაც სხვა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი ადამიანი ამხელა ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებს, მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ლოგიკურია. “[პოლოლიკაშვილს] ისიც კარგად უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც რამდენიმე თვის წინ კონსულტაციები იყო საჭირო, ის უბრალოდ არაკონტაქტური იყო და შემდეგაც აგრესიული რიტორიკით გამოირჩეოდა. ზოგადად რომ ვთქვათ, ჩვენი ხელისუფლება ქართველი ხალხის დავალებით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მომუშავე ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ვიბრძოლოთ და სუვერენიტეტის გასაძლიერებლად ვიდგეთ მყარად, ორ ფეხზე. როდესაც სხვა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი ადამიანები სხვა ქვეყანაში და ამხელა ორგანიზაციის კონკრეტულ თანამდებობას იკავებენ, რა თქმა უნდა, მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკურია.ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ამ ადამიანს მოვუწოდოთ, რომ გონს მოეგოს და ზრდილობას მოუხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში,ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ზედაპირული განცხადებები არ გავაკეთოთ და უფრო მეტი კონკრეტიკა გავაცნოთ საზოგადოებას.” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება