კახა კალაძე: ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთელებსა და ქართველგულშემატკივარს წარმატებებს უსურვებს.კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრთან, შოთაარველაძესთან, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელ ხავიერსავიოლასთან და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ იარი ლიტმანენთანერთად პრესკონფერენცია გამართა.„სასიამოვნოა, რომ ამ დონის გუნდები ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზესდედაქალაქში. „ბარსელონა“ არის გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს -ჰყავდა ძლიერი, წარმატებული ფეხბურთელები. საქართველოში უამრავიადამიანია, ვინც გულშემატკივრობს ამ გუნდს, მსგავსი თამაშები კი იძლევაშესაძლებლობას, რომ მათ თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები საკუთარქვეყანაში იხილონ. მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო, რომ ჩამოვიდნენ ჩვენსქვეყანაში. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, დარწმუნებული ვარ, საინტერესოდა სანახაობრივი იქნება. როგორც ვიცი, დღეს ღამე რონალდინიოც შემოუერთდებაგუნდს. ეს ჩემთვისაც სასიხარულოა, იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ მომიწია თამაში.ასევე, მასთან ერთად ვთამაშობდი „მილანში“. მიხარია, რომ ვხვდები ადამიანებს,ვისთან ერთადაც – ბევრთან წინააღმდეგ, ბევრთან ერთ გუნდში მითამაშია. ეს, რათქმა უნდა, სასიამოვნოა. წარმატებები ყველას ხვალინდელ შეხვედრაში. ქართველგულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის“, – განაცხადა კახა კალაძემ.„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდებისსერიის“ მეორე მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტისგაგრძელებაა.შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილიკაპიტანი, თბილისის მერი კახა კალაძეც. საფეხბურთო მატჩი 19:00საათზე დაიწყება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება