„ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია. კერძო სამედიცინო დაწესებულების მხრიდან,არასწორ ადგილას, არასწორი დოკუმენტაცია იყო ატვირთული“, – მიხეილ სარჯველაძე,ალექსი თირქიას დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.მინისტრის განმარტებით, მას შემდეგ რაც კონკრეტული კერძო კლინიკა სწორდოკუმენტაციას ატვირთავს, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ესპიროვნება დაფინანსებას მიიღებს.„ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია, რომელიც რეალობასთან და სიმართლესთანშესაბამისი არაა. რეალობა ასეთია: ერთ-ერთი კერძო კლინიკის, ექიმისა თუ პერსონალისდაუდევრობის გამო, განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით,არასწორი მიმართულებით იქნა გამოგზავნილი. კერძოდ, დოკუმენტაცია არასწორადიქნა ატვირთული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ წესით დაფინანსება არხდება. ეს გადასარევად იცის თავად კლინიკამაც და თანამშრომლებმაც, რომლებმაცარასწორ ადგილას, არასწორი ფორმით ეს დოკუმენტაცია ატვირთეს.წინა სხვა შემთხვევაში, სამინისტროს მხრიდან ,ამ კონკრეტულ პიროვნებას,სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა. მაგ: როდესაც ამ კონკრეტულ ადამიანს,დასჭირდა კონკრეტული მანიპულაცია – ამბულატორიული იქნებოდა ეს, თუ კვლევები -უწყების მხრიდან, ყოველთვის ფინანსდება.მანამდე, სამედიცინო დოკუმენტაცია რეფერალურ პროგრამაზე იყო ატვირთული დადაფინანსდა კიდეც, მორიგ ჯერზე ამავე რეფერალზე არ ატვირთეს. ამ ადამიანებმაგამოსავალი მშვენივრად იციან, უბრალოდ, ამ შუალედით ისარგებლა ვიღაცამ. როგორცკი სწორად შემოვა განაცხადი, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ესპიროვნება დაფინანსებას მიიღებს.როდესაც კლინიკას ეშლება და სამინისტროს ჩირქს სცხებენ, ეს კატეგორიულადმიუღებელია. ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ ვიდრე ადამიანები, რაღაც ხმამაღალბრალდებებს წამოაყენებენ, ცოტა უფრო დაფიქრებულები იყვნენ, თავი შეიკავონუსამართლო და არასწორი ბრალდებების გამოცხადებისგან. ეს ერთადერთი სწორიქცევაა მათი მხრიდან. ამიტომ, მოვუწოდებ კლინიკებს, ასე დაუდევრად პაციენტებისინტერესებს ნუ მოეპყრობიან. საბედნიეროდ, კლინიკების უმრავლესობა ამას ასე არაკეთებს. მაგრამ, სამწუხაროდ, არის უარყოფითი გამონაკლისებიც. როგორც ჩანს,ასეთთან გვაქვს საქმე“ ,- აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.