ცენსკოში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეთნიკური უმცირესობებისსაკითხებზე მუდმივმოქმედი მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებშიმცხოვრები ამომრჩევლებისთვის განხორციელებული პროექტების,საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და უახლოეს მომავალშიდაგეგმილი სერტიფიცირების გამოცდების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულსაკითებზე დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს  სამუშაო ჯგუფისხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა მიაწოდა. სანტურიანმა მონაწილეებს ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერშემუშავებული სერტიფიცირების იმიტირებული გამოცდის ელექტრონულიპლატფორმაც გააცნო, რომლის მიზანი სერტიფიცირების გამოცდებისთვისმზადების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირების მიერ საარჩევნოკანონმდებლობის ცოდნის გადამოწმებაა. აღსანიშნავია, რომ ახალი პლატფორმასამენოვანია და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მისთვის სასურველ ენაზემოემზადოს სერტიფიცირებისთვის. შეხვედრაზე ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის დემონსტრირებაცგაიმართა. მონაწილეებმა ადგილზე ნახეს თუ როგორ გამოიყურება აღნიშნულიაპარატი ბიულეტენისთვის განკუთვნილ ჭრილზე საფარის დამატების შემდგომ.სამუშაო ჯგუფი ცესკოში ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა თანაბარისაარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით არის შექმნილი. ჯგუფისშემადგენლობაში შედიან საარჩევნო ადმინისტრაციის, სახელმწიფო უწყებებისადა ეთნიკური უმცირესობის თემებზე მომუშავე არასამთავრობოორგანიზაციები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება