მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ყოფილ რწმუნებულს, დავით ნოზაძეს და წარმატებები უსურვა ახლად დანიშნულ გუბერნატორს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია რეგიონებში მიმდინარე პროექტების დაგეგმილ ვადებში განხორციელება, ასევე აუცილებელია ეფექტიანობის გაზრდა და მაქსიმალური კოორდინაცია.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ალექსანდრე ზაგაშვილი დღეს დანიშნა.