25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პირად შემადგენლობასლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვისძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ პროფესიული დღე, ჯარების ლოჯისტიკურიუზრუნველყოფის სარდლობის განახლებულ ბაზაზე – „ვარციხე“ აღნიშნა.თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამხედრო ქვედანაყოფის ტერიტორიაზეარსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალიგვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების ამოცანების განხორციელების საქმეში ლოჯისტიკისმიმართულების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, მიმართულებისსისტემური განვითარება უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცა ასევე, ჯარების ლოჯისტიკურიუზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემ.ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეები საშტატოიარაღებით, უწყებრივი მედლებით – „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“,„გიორგი ანწუხელიძე“, ასევე მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებისდასასრულს, სტუმრებს ინფრასტრუქტურის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერებისშესაძლებლობა ჰქონდათ.1992 წლის 25 აპრილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, გენერალურ შტაბშიჩამოყალიბდა ზურგის მთავარი სამმართველო და შეიარაღებისა და ტექნიკის მთავარისამმართველო. ამ სტრუქტურების ჩამოყალიბებით საფუძველი ჩაეყარა ლოჯისტიკურიელემენტების დანერგვას თავდაცვის სამინისტროში. 2013 წელს საქართველოს თავდაცვისმინისტრის ბრძანებით, 25 აპრილი განისაზღვრა ლოჯისტიკის დღედ.