“2025 წლის პირველ კვარტალი წარმატებული იყო, როგორც საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების, ასევე ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით”-მაია ომიაძე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომაიძე 2025 წლის პირველ კვარტალს აჯამებს. მაია ომიაძის განცხადებით, იანვარი-მარტის პერიოდი წარმატებული იყო, როგორც საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების, ასევე ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით. 

“2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შემოსავლებმა ტურიზმის ინდუსტრიიდან რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 826 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ის ფაქტი, რომ ყველა მიმართულებით პირველი კვარტალი ძალიან წარმატებული იყო. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებში ზრდა გვაქვს, როგორც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე 2019 წელთან მიმართებით. ტურისტულმა ვიზიტებმა 958 ათასს გადააჭარბა, რაც დიდი ზრდაა. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის პირველი კვარტალი ტურიზმის ინდუსტრიისთვის საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტრატეგიულ ბაზარზე აგრძელებს მარკეტინგულ კამპანიებს, იმისთვის, რომ მთელი  წელი წარმატებული იყოს. წინ ზაფხულის სეზონი გველოდება და  ვფიქრობთ, რომ 2025 წლის ტურისტული სეზონი საქართველოსთვის, კერძო სექტორისთვის საკმაოდ წარმატებული იქნება”-განაცხადა მაია ომიაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება