გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით, წინასააღდგომოდ მოსახლეობისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტის გადაცემა მიმდინარეობს.
სადღესასწაულო საჩუქრების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, სააღდგომო ნობათს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებსა და მხედველობით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბენეფიციარებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები გადასცემენ.
აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი, შშმ და მზრუნველობას მოკლებული ადამიანების თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად სხვადასხვა სოციალურ პროგრამას ახორციელებს.