ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოწყვლადი კატეგორიის 155 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, პაპუნა მუშკუდიანთან, ერთად „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.სააღდგომო ნობათის მომზადების პროცესში, ტრადიციულად, კომპანია „სავანეთი“ ჩაერთო. სასურსათო ნობათი ჯამში 155 ოჯახს გადაეცა, რომელთა შორის იყვნენ შინმოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება