თეა წულუკიანი: იმისთვის, რომ ერეკლე კოდუას თავისი ოჯახის წევრები მოემარაგებინა მანქანებით ის, რეალურად, სახელმწიფო რეკეტით იყო დაკავებული

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილება კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, დაზარალებულ, ჯუმბერ ბუზალაძეს, მიმართა. თეა წულუკიანის თქმით, ერეკლე კოდუას და მისი მაშინდელი მეუღლის, ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანის, ნანუკას, რომ ეძახის საკუთარ თავს და ასევე, ერეკლე კოდუას შვილის მსგავსი ქმედებები მანქანების წართმევასთან დაკავშირებით ცნობილი სქემა იყო. „ერეკლე კოდუას და მისი მაშინდელი მეუღლის, ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანის, ნანუკას, რომ ეძახის საკუთარ თავს და ასევე, ერეკლე კოდუას შვილის მსგავსი ქმედებები მანქანებთან დაკავშირებით ცნობილი სქემა იყო. ერთ-ერთ სხვა საქმეზე, რომელიც ჩვენს კომისიაზე არის შემოტანილი, განაჩენიც არის დამდგარი, როგორ წაართვა სწორედ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით ერეკლე კოდუამ თქვენსავით ერთ-ერთ პირს თუ არ ვცდები მინიმუმ ორი მანქანა და ერთ-ერთი მათგან გაუფორმა თავის შვილს. იმისთვის, რომ ერეკლე კოდუას თავისი ოჯახის წევრები მოემარაგებინა მანქანებით ის, რეალურად, სახელმწიფო რეკეტით იყო დაკავებული. მოცემულმა პირმა იჩივლა და განაჩენია დამდგარი კოდუას წინააღმდეგ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება