ზურაბ ქადაგიძე: “ნაციონალური მოძრაობის” მოძალადე რეჟიმი ოჯახებს, მიცვალებულის დასაფლავების უფლებას უზღუდავდა, ნათესავებს ატერორებდა და საზოგადოებას ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებდა

ასე ანადგურებდა ნაციონალური მოძრაობის მოძალადე რეჟიმი ოჯახებს. მათ მიერ მოკლულ მიცვალებულის დასაფლავების უფლებასაც უზღუდავდა ჭირისუფალს, სამძიმარზე მისულ ნათესავებს ატერორებდა და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებდა საზოგადოებას, რომ ყველას იგივე ბედი ელოდა, ვინც სისტემის წინააღმდეგი იქნებოდა“ – „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომას გამოეხმაურა, სადაც სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ ტრაგიკული ამბის დეტალები საჯაროდ კიდევ ერთხელ გაიხსენა.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დღეს, გამოდიან ტვინარეული ახალგაზრდები და წარმოდგენაც არ აქვთ – თუ ვის რეაბილიტაციას ემსახურებიან.

„ასე ანადგურებდა ნაციონალური მოძრაობის, მოძალადე რეჟიმი ოჯახებს. მათ მიერ მოკლული მიცვალებულის დასაფლავების უფლებასაც უზღუდავდა ჭირისუფალს, სამძიმარზე მისულ ნათესავებს ატერორებდა და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებდა საზოგადოებას, რომ ყველას იგივე ბედი ელოდა, ვინც სისტემის წინააღმდეგი იქნებოდა.
დღეს, გამოდის რომელიღაც ქვეყნის ელჩი და წარსულ დიდებასა და “დემოკრატიის შუქურაზე” გვესაუბრება…
დღეს, გამოდიან მოძალადე რეჟიმის შემქმნელები და ადამიანის უფლებებზე გვმოძღვრავენ…
დღეს, გამოდიან ტვინარეული ახალგაზრდები და წარმოდგენაც არ აქვთ – თუ ვის რეაბილიტაციას ემსახურებიან…
P.S.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ამ უპრეცედენტო, ბოროტი საქმის გამო უნდა გასამართლთდეს საკაშვილის რეჟიმი კანონის უმკაცრესად.
ნაციონალური მოძრაობა ასაკრძალი კი არა – გასანადგურებელია სამაგალითოდ!“ – წერს ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება