ირაკლი კობახიძე – ზუსტად ისე, როგორც დამარცხდა 34 წლის წინ,საბჭოთა „კაგებე“, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, გარე ძალებზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა

დაახლოებით 35 წლის წინ, მაშინდელი საბჭოთა „კაგებე“ ცდილობდა ხელოვნურად ქართული საზოგადოების გახლეჩას და სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს გარკვეული პერიოდის შემდეგ 9 აპრილიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით,  დღეს უკვე სხვა გარე ძალები ცდილობენ, ხელოვნურად გახლიჩონ ქართული საზოგადოება და მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც მოქმედებდა თავს დროზე საბჭოთა „კაგებე“.

„ზუსტად იგივე პროცესები წარიმართებოდა საქართველოში დაახლოებით 35 წლის წინ, როდესაც მაშინდელი საბჭოთა „კაგებე“ ცდილობდა ხელოვნურად ქართული საზოგადოების გახლეჩას და სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს გარკვეული პერიოდის შემდეგ 9 აპრილიდან. დღეს ვხედავთ, რომ უკვე სხვა ძალები, მაგრამ გარე ძალები ასევე ცდილობენ, ხელოვნურად გახლიჩონ ქართული საზოგადოება, დათესონ სიძულვილი და ეს უცხო ძალები მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც მოქმედებდა თავის დროზე საბჭოთა „კაგებე“. ვგულისხმობ ე. წ. დიფ სთეითს. ყველაზე სამწუხარო და დასანანი ის არის, რომ „დიფ სთეითი“ მოქმედებს ევროკავშირის და აშშ-ის გამოყენებით, მანამდე მოქმედებდა ოფიციალური სტრუქტურების გამოყენებით. მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე აშშ-ში ვითარება არის შეცვლილი, მაგრამ დღემდე ბრიუსელის ბიუროკრატია გამოიყენება იმისათვის, რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი. დღევანდელი დავალებაც, რომელიც მიიღო უცხოურმა აგენტურამ, ემსახურება სწორედ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. არიან ადამიანები, რომლებიც ყველა თარიღს იყენებენ სიძულვილის დასათესად, საზოგადოების გასახლეჩად. ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა და დღევანდელ დღეს მათ სცადეს, 9 აპრილი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე გამოეყენებინათ კიდევ ერთხელ საზოგადოების გასახლეჩად. რა თქმა უნდა, ზუსტად ისე, როგორც დამარცხდა თავის დროზე 34 წლის წინ, საბჭოთა „კაგებე“, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ზუსტად ასევე ამ გარე ძალებზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, აუცილებლად გაგვაერთიანებს სიყვარული და განვაგრძობთ ბრძოლას იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშ, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. ჩვენი საერთო ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ასევე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ეს არის პასუხისმგებლობა გმირთა სულების წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება