9 აპრილს, ასპინძის მუნიციპალიტეტში სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს

9აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მერაბ ზურაბაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად პანაშვიდი ასპინძის ეკლესიის წმინდა გიორგის სახელობის მღვდელმსახურმა მამა დავითმა აღავლინა.

პანაშვიდის დასრულების შემდეგ ა(ა)იპ ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება, კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ თემატური ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და ა(ა)იპ ,,ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება – კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

მადლობა თავისუფლებისთვის

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება