კახა კალაძე: სტადიონზე რაც მოხდა ცუდი ფაქტი იყო, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას,რომ ჩვენს მეგობარ სომხებთან რაიმე დაძაბულობა გვაქვს

„არც გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება და არც სტადიონზე შესვლა,სასიამოვნო ფაქტი არ იყო, თუმცა, ფეხბურთს მსგავსი მომენტები ახასიათებს“, -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისმიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ის წერს: „მინდაბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს ზოგ ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსოსაქციელისთვის“, კახა კალაძის თქმით, ამით ჩანს, როგორი დამოკიდებულება აქვსსალომე ზურაბიშვილს მოქალაქეების მიმართ.„თუ არ ვცდები, ეს ქალბატონი მაკკეინის ფონდის კონსულტანტია თუ რაღაცმსგავსი. ეს ადამიანი საერთოდ სპორტსა და ფეხბურთში რომ ვერ ერკვევა,გასაგებია. ისიც ნათლად ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნისმოსახლეობის მიმართ. ცხადია, რაც მოხდა, არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ესფეხბურთია და ფეხბურთში მსგავსი ფაქტები ხდება – გულშემატკივრებიერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მეგობარ სომხებთანრაიმე დაძაბულობა გვაქვს. ცუდი იყო ფაქტი, მაგრამ, ეს რა თქმა უნდა, არ და ვერაისახება ჩვენს მეგობარ დებთან და ძმებთან ურთიერთობაზე.არც ის ფაქტი იყო ლამაზი, გულშემატკივარი მოედანზე რომ შევიდა, თუმცა,ფეხბურთს ახასიათებს მსგავსი მომენტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება