„მთავარი არხის“ დირექტორის გიორგი ქურდაძის განცხადება

ტვ პირველის 18 მარტის ეთერში პოლიტიკაში გარეულმა ვაიტელემენეჯერმა და„მთავარი არხის“ ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა: „მთავარ არხზე არარსებობს არანაირი დავალიანება დღეის მომენტში, არანაირი“, რადგან ეს თურმე მისიმორალური ვალდებულება ყოფილა.ნიკა გვარამიას განცხადება, რომ “მთავარ არხს” ახლა აღარ აქვს არანაირიდავალიანება, არის დიდი ტყუილი.„მთავარ არხს“ დღეისათვის კვლავაც აქვს დავალიანებები, მათ შორისტელეკომპანიის თანამშრომლების ხელფასები, ასევე მომსახურე კომპანიებისდავალიანებები. სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი 13 მილიონ ლარზე მეტია. რომარაფერი ვთქვათ ომეგა ჯგუფისა მილიონობით დავალიანებებზე.მთლიანობაში „მთავარი არხის“ ვალი 25 მლნ-ს აღემატება.ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა კობა ნაყოფიამ, რომლებიცარაფორმალურად მართავენ „მთავარ არხს“, ორი კვირის წინ, კიდევ ერთხელდააზარალეს “მთავარი არხი“ და მიიტაცეს  „მთავარი არხის“ სარეკლამო გაყიდვებისშედეგად კომპანია „ნიუ სეილსის“ ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარისთანხა. სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსი“ ა.წ. 6 მარტს სიმბოლურ ფასად გაიყიდანიკა გვარამიასა და კობა ნაყოფიას მოფიქრებული თაღლითური სქემით.„ნიუ სეილსის“ ახალი ფიქტიური დამფუძნებელი   კობა ნაყოფიას უკრაინელიმძღოლი გახდა.   ხოლო ფიქტიური დირექტორი – ნაყოფიასთვის სანდოუკრაინელი მოქალაქე. ნიუ სეილსში აკუმულირებული მთავარი არხის 4 მლნ -მდე თანხის განკარგვის უფლება კი ამ ფიქტიურმა პირებმა გადასცეს ნიკაგვარამიას თანაპარტიელსა და მეგობარ ვინმე მაკასარაშვილს.ნიკა გვარამია და კობა ნაყოფია წლების განმავლობაში ერთად ძარცვავდნენმთავარ არხს, იტაცებდნენ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებულ მოგებას,შედაგად კი მთავარს არხს მილიონობით დავალიანებებს ადებდნენ.ნიკა გვარამიამ და კობა ნაყოფიამ მიზანმიმართულად დააზარალეს „მთავარიარხი“, არხის მაყურებელი, თანამშრომლები, სახელმწიფო ბიუჯეტი და მთავარიარხის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომლის გარეშეც „მთავარი არხი“ ვერშეიქმნებოდა და არ იარსებებდა.ყველა ზემოთ დასახელებულ პირს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგებათავიანთ დანაშაულებრივ ქმედებებზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება