კახა კალაძე საკანონმდებლო ცვლილებებზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ამიტომ გადმოგვაქვს ზუსტად იგივე კანონი, რაც აშშ-ში წლებია წარმატებით მუშაობს

„ჩვენი სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტებით არის ძალიან ძლიერი და ჩვენ მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა,განვამტკიცოთ სუვერენიტეტი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთანსაკანონმდებლო ცვლილებების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ახალი საკანონმდებლო პაკეტი არის აშშ-ში მოქმედიკანონის ანალოგი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უცხო ქვეყნებიდანშემოსული თანხები იყოს მეტად გამჭვირვალე.„ჩვენ თავიდან დაინიციირებული გვქონდა გამჭვირვალობის კანონი, რომელსაცადგილობრივმა აგენტურამ, გარე ძალების ჩართულობით, იარლიყები მიაკერა, რომვითომ რუსული იყო. არანაირი კავშირი რუსულ კანონთან არ ჰქონია. ჩვენ წლებისგანმავლობაში ვხედავდით როგორ ხდებოდა უცხო ქვეყნებიდან ძალიან დიდითანხების შემოდინება, რომელიც ქვეყანაში დაპირისპირებას, პოლარიზაციას,სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ხმარდებოდა. ასეულობით მილიონიიხარჯებოდა ქვეყანაში აგენტურის დასაფინანსებლად, რომ შეექმნათაგენტურული ხაზი და ნებისმიერ დროს, როცა დასჭირდებოდათ, მოეხდინათსახელმწიფო გადატრიალება. ამის მოწმენი გავხდით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენიხელისუფლება, სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტებით არის ძალიან ძლიერი დაჩვენ მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა,განვამტკიცოთ სუვერენიტეტი.ჩვენთვის გამჭვირვალობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. შესაბამისად,გადმოგვაქვს ზუსტად იგივე კანონი, რაც აშშ-ში წლების განმავლობაშიწარმატებით მუშაობს და გვექნება იგივე დამოკიდებულება უცხოეთიდანდაფინანსებულ ორგანიზაციებზე თუ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით“, -განაცხადა თბილისის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება