„რადიკალიზმის ადგილი დღეს არც საქართველოში და არც მსოფლიოში არ არის. ესყველაფერი მალე დასრულდება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებისგორში გამართულ დისკუსიას, რომელიც რადიკალური ხასიათის ბანერების ფონზეგაიმართა, კახა კალაძის თქმით, ეს მძიმე ფაქტია და რადიკალიზმი ყოველთვისგანწირული იქნება მარცხისთვის.„ძალიან მძიმე ფაქტია. ეს ადამიანები ჯერ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი.ისინი ახალისებენ ბოროტებას ქვეყანაში, საზოგადოების გახლეჩას, მაგრამმერწმუნეთ, რომ ყველაფერი მთლიანად გადალაგდება. მსოფლიო იცვლება.რადიკალიზმის ადგილი დღეს არც საქართველოში და არც მსოფლიოში არ არის. ესყველაფერი მალე დასრულდება. რადიკალიზმი დამარცხდება. ზოგადადრადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება.გაიხსენეთ გერმანიის ელჩი, რა კომენტარებს აკეთებდა, ჩვეულებრივი მავნებელია.ის საერთოდ გამოსულია მომსახურების არეალიდან. ვერ ხვდება და ვერწარმოუდგენია რა არის მისი ფუნქცია. როდესაც აშშ-დან განცხადებებს აკეთებენმიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ეს ევროპელ დიპლომატებსარ მოსწონთ და ამას შიდა პოლიტიკაში ჩარევას უწოდებენ“, – აღნიშნა კახაკალაძემ.