მიხეილ ყაველაშვილი-მოსახლეობამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია, იმ გმირი ფიგურების მემკვიდრე, რომლებმაც საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში ქვეყანა გადაარჩინეს

„მან 1 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. ციფრები ოფიციალურად ცნობილია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. საქართველოში ამ სანქციებს საპირისპირო ეფექტი აქვს,“-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ Radio Courtoisie-თან ინტერვიუში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. “სჯობს, გავიხსენოთ მისი მოღვაწეობა როგორც მეცენატის, რომელიც თავის ქვეყანას კულტურული მემკვიდრეობის, განათლების, ეკონომიკისა და სპორტის სფეროებში უჭერს მხარს. მან 1 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. ციფრები ოფიციალურად ცნობილია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. საქართველოში ამ სანქციებს საპირისპირო ეფექტი აქვს, რადგან მოსახლეობამ იცის, რომ ის ქველმოქმედია, იმ გმირი ფიგურების მემკვიდრე, რომლებმაც საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში ქვეყანა გადაარჩინეს. ის შთააგონებს ხალხს.”-აღნიშნა პრეზიდენტმა. მან ასევე არჩევნებთან და ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ისინი შეცდომაში არიან შეყვანილნი“. მანვე აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე საუკეთესო კამპანია ჩაატარა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება