გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები 5 თებერვლიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტის 38 სოფელში ეტაპობრივად ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ საპროექტო წინადადებების მიღებასა და მათ შემუშავების პროცესში მერის ბრძანების საფუძველზე, შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის წევრები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
2025 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 662 000 ლარი გამოიყო.