„ტყუილზე დაფუძნებული, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და რადიკალების წარმომადგენლების პროტესტი მარცხისთვისაა განწირული“, – ამისშესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ვასო აბაშიძის სახელობის „ახალითეატრის“ საპროტესტო მანიფესტს, კახა კალაძე პასუხობს, რომ არ უნახავს,თუმცა, ეს იქნებოდა ისეთივე არაფრისმომცემი შოუ, როგორიც ბოლო დღეებისგანმავლობაში იმართება ხოლმე.„სიმართლე გითხრათ, არ მინახავს. ალბათ ისეთივე შოუ იქნებოდა, რასაც ამდღეების განმავლობაში ვხედავთ – უნიჭო, არაფრისმომცემი. როდესაც რაღაცასაპროტესტებ, ამას საფუძველი უნდა ჰქონდეს. რასაც ამდენი ხანი ვუყურებთ,ჩვეულებრივი ფარისევლობაა.გახსოვთ, როგორ დაიწყო ყველაფერი – თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამუარი განაცხადა ევროინტეგრაციის პროცესზე. წარმოგიდგენიათ? ამას მოჰყვაგულანთებული ქართველების პროტესტი. რეალურად, თავად ევროპა არჩევნებისწინ გვეუბნებოდა, რომ მოლაპარაკებების თემა დახურულია, საქართველომ თურმეევროპულ კურსს, დემოკრატიულ გზას გადაუხვია. ჩვენ ვუსვამთ კითხვას „რატომ“და გვაჩვენეთ ერთი კონკრეტული ქმედება-თქო, მაგრამ ასეთი ნაბიჯი ბუნებაში არარსებობს. ეს არის ტყუილზე დაფუძნებული, რამდენიმე არასამთავრობოორგანიზაციის და რადიკალების წარმომადგენლების პროტესტი, რაცმარცხისთვისაა განწირული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.