კახა კალაძე: მე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და სხვებისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს მქონია, არც რუსეთის მოქალაქე ვარ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას მხოლოდ საქართველოსმოქალაქეობა აქვს და სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს ჰქონია. ამის შესახებ მანმედიასთან ისაუბრა.კითხვაზე, მოგზაურობის დროს მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტითსარგებლობს თუ აქვს სხვა ტიპის დოკუმენტიც, მაგალითად, იტალიისმოქალაქეობა ან ბინადრობის მოწმობა, კახა კალაძის თქმით, იტალიაში არც სახლიაქვს და არც ბინადრობის უფლება.„მე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და არ მაქვს სხვა ქვეყნისპასპორტი. არც იტალიაში ბინადრობის უფლება მაქვს, არც სახლი მაქვს. როდესაცსაქართველოში წამოვედი, იტალიაში სახლი გავყიდე. სხვა ქვეყნის პასპორტიარასდროს მქონია, სხვებისგან განსხვავებით, არც რუსეთის მოქალაქე ვარ. და რომცმქონდეს ორმაგი მოქალაქეობა, რა პრობლემაა? ჩემი ერთადერთი სამოგზაუროდოკუმენტი არის ქართული პასპორტი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება