fbpx

პოსტურალური დრენაჟი, ამ მეთოდმა შეიძლება ბევრი ადამიანი გადაარჩინოს

ძალიან საინტერესო რჩევები ვრცელდება სოციალურ ქსელში,ეს ბევრ ადამიანს გამოადგება კოვიდთან ბრძოლისას!

პოსტურალური დრენაჟის შესახებ:
კორონავირუსული ეპიდემიის გამძვინვარების პირობებში, ხელოვნური სუნთქვის აპარატი ყველას არ ეყოფა.
მაგრამ შეიძლება ძველმა მეთოდმა გვიშველოს, რომელსაც პოსტურალური დრენაჟი ქვია და რომელიც ხელს უწყობს ექსუდატის, ე.ი. ანთებითი სითხის, გამოყვანას სასუნთქი ალვეოლებიდან და ფილტვებიდან.
თუ ადამიანს ეწყება კორონავირუსული პნევმონია, დამძიმების შემთხვევაში ექსუდატი (ანთებითი სითხე) ავსებს ფილტვების ალვეოლებს, სადაც სუნთქვა მიმდინარეობს, ესაა ხოლმე სიკვდილის მთავარი მიზეზი მსგავსი პნევმონიების დროს.
მაგრამ დიდი ხნის წინ ექიმები მკურნალობდენ ანთებითი სითხის (ექსუდატის) ფილტვებში დაგროვებას პოსტურალური დრენაჟის მეთოდით. პაციენტი წვება დახრილ ზედაპირზე თავდაღმა, რომ ფილტვები და სასუნთქი გზები ქვევით დახაროს. ექსუდატი დაიწყებს გამოდენას, და ავადმყოფს ამ სითხის ამოხველების საშუალება მიეცემა. ასევე შეიძლება ხელებით ზურგზე ფილტვების ადგილას მსუბუქი რითმული დარტყმები განხორციელდეს, ესეც ხელს უწყობს ექსუდატის გამოდენას.
ამის გაკეთება მარტივია: ავადმყოფი უნდა დაწვეს ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები, და ამით სითხეს მიეცემა გასვლის საშუალება. ასევე შეიძლება სასუნთქი ვარჯიშის გამოყენება რამდენიმეჯერ: ღრმად ჩასუნთქვა ცხვირით, მერე ხანგრძლივი ამოსუნთქვა პირით, და დასასრულს ამოხველება. ასევე შეიძლება მუცლის ქვედა ნაწილის ქვევით ბევრი ბალიში მოათავსო, მუცელზე თავდაღმა დაწვე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.
ეს უნდა დაიწყოთ პნევმონიის (ფილტვების ანთების) დაწყებისთანავე, აარაა საჭირო ქოშინის გაჩენას დაელოდოთ. რომ გააკეთოთ ასე 20-20 წუთის განმავლობაში რამოდენიმეჯერ დღეში. აუცილებლად უნდა გაკეთდეს ეს დილაობით, რამეთუ ღამით ფილტვებში ბევრი ანთებითი სითხე გროვდება.
ასეთი მეთოდი ამერიკის შტატ ვერმონტში გამოიყენეს, ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში, 1976 წელს, გრიპის მძიმე ეპიდემიის დროს. ყველა პაციენტი გადარჩა,.
ეს ძველი მეთოდია. მაგრამ როდესაც ხელოვნური სუნთქვის აპარატები გვაკლია, ამ მეთოდმა შეიძლება ბევრი ადამიანი გადაარჩინოს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება