გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Financial Times დიდი ბრიტანეთიდან
საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის შესახებ წერს, გამოცემის
ინფორმაციით, წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს
easyJet და British Airways იწყებენ.
„აპრილიდან თბილისის მიმართულებით easyJet იფრენს, აქამდე
აღმოსავლეთით ყველაზე შორ დისტანციაზე easyJet ლოდნოის ლუთონის
აეროპორტიდან ჟენევამდე და მილანამდე დაფრინავდა. ამასობაში British
Airways-იც განაახლებს ფრენებს ლონდონის ჰიდროუს აეროპორტიდან
თბილისის მიმართულებით. ბოლო ფრენა ავიაკომპანიამ თბილისისკენ 2013
წელს შეასრულა. ამ დრომდე დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის
პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არის“,-წერს Financial Times. სტატიის
ავტორი მკითხველს საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილების
მონახულებას ურჩევს.
„საქართველოში მოგზაურობისას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ქვეყნის მომხიბლავ
დედაქალაქს, ასევე სამთო რეგიონებს, შეგიძლიათ ეწვიოთ ყაზბეგსა და
სვანეთს“,-წერს Financial Times.
https://www.ft.com/content/d13bbab2-4896-4631-8f82-2c552bf59f92