მიმდინარე წელს გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 102 034 კვ.მფართობზე მოწესრიგდა

2024 წელს გლდანის რაიონში 7 მრავალფუნქციური სკვერი და 5 სპორტულიმოედანი მოეწყო. ამის შესახებ რაიონის გამგებელმა, ბესიკ კალაძემ გამგეობის მიერერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზეისაუბრა.„მიმდინარე წელს გლდანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებიგანხორციელდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 102 034 კვ.მ ფართობზემოწესრიგდა; წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი 25 მისამართზე მოეწყო; რაიონს7 მრავალფუნქციური სკვერი შეემატა; სკვერებში დაზიანებულიინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 87 მისამართზე ჩატარდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები კი 4 მისამართზე განთავსდა; გრუნტის დამჭერიკედლის და კიბე-პანდუსის მოწყობა 7 მისამართზე დასრულდა; 44 მისამართზეჩატარდა სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ჯანსაღი ცხოვრების წესისხელშეწყობის მიზნით, 5 მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანიმოეწყო, 20 მისამართზე კი – რეაბილიტირდა“, – აღნიშნა ბესიკ კალაძემ.ამასთან, გამგებლის ინფორმაციით, ოთხ მისამართზე საერთო სარგებლობის 20აივნის გამაგრება განხორციელდა. შშმ პირებისთვის ლიფტისა და ელექტროპანდუსის მოწყობის სამუშაოები კი 4 მისამართზე ჩატარდა.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2024წელს 237 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის,სახურავი და წყალსაწრეტი მილები 90 მისამართზე შეიცვალა; 44 ლიფტისმოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 33 კორპუსის მიწისქვეშაკომუნიკაციები მოწესრიგდა.მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული დასაგანმანათლებლო 7 ღონისძიება ჩაატარა.პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს წევრები, თბილისის მთავრობისწარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება