ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დღეს ამერიკის შეერთებულიშტატების საელჩოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრას, რომელიც ცესკოში გაიმართა ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკურიგანყოფილების უფროსის მოადგილე კეისი ჯონსი, USAID-ის არჩევნებისა დაპოლიტიკური პროცესების საკითხებში უფროსი მრჩეველი ჯეფრი ვანესი და ამავეორგანიზაციის პროექტების მენეჯერი ხათუნა კუნჭულია ესწრებოდნენ.26 ოქტომბრის არჩევნები და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები,ინსტიტუციის მიმართ გამოთქმული ბრალდებები და დეზინფორმაციული კამპანია, 14დეკემბერს დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევნები, საერთაშორისო სადამკვირვებლოორგანიზაციების შეფასებები საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებით – ამ და სხვამნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის სამომავლო გეგმების შესახებშეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია გიორგი კალანდარიშვილმა თავად მიაწოდა.„დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართე ამერიკის შეერთებული შტატებისსაელჩოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)წარმომადგენლებთან. მათ მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დეტალურიინფორმაცია მივაწოდე და მოვისმინე მათი მოსაზრებები 26 ოქტომბრის არჩევნებთანდაკავშირებით. ინსტიტუცია მუდმივად ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციებისრეკომენდაციებსა და მიგნებებს, რასაც შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებშიმუდმივად ითვალისწინებს, რაც შემდგომ დადებითად აისახება საარჩევნო პროცესებზე.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიებისდანერგვის პროცესში, ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებითგანხორციელებულ პროექტებში და არა მხოლოდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიაქტიურად იყვნენ ჩართულები, რისთვისაც კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა.ვიმედოვნებ, თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ ორგანიზაციებს შორის არსებობს, კიდევუფრო გაღრმავდება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულებისშემდეგ.თავის მხრივ, ამერიკის საელჩოსა და USAID-ის მისიის წარმომადგენლებმა გიორგიკალანდარიშვილს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებიგაუზიარეს. მათი შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო ელექტრონულიტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესი, ასევე ამომრჩეველთა ინფორმირებაწარმატებით განახორციელა.შეხვედრა, 27 ნოემბერს გაიმართა და მას ადმინისტრაციის მხრიდან ასევეესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოსიურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.