მიხეილ სარჯველაძე „რესპუბლიკურ საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი თანამედროვე კლინიკა

“ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სარჯველაძე განათლების, მეცნიერებისადა ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა დასოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის სისტემისა და სექტორის განვითარებისთვისდაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატმა, ყურადღება გაამახვილარესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციაზე და აღნიშნა, რომ მალე ქვეყანას, ძლიერი,მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური სახელმწიფო კლინიკა ექნება.„რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფცია წარდგენილ იქნა საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. ვფიქრობ ამას საზოგადოებაშისაკმაოდ დიდი და პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა, მაღალია ინტერესიც დამოლოდინიც ამ მიმართულებით. ვფიქრობთ ძალიან მალე, არც თუ ისე დიდი ხსნისშემდეგ, ჩვენ გვექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი , საუკეთესოტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი თანამედროვე კლინიკა თბილისის ცენტრში“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება