„IBTM World 2024 -ზე ინტენსიურად მიდის მოლაპარაკებები, მაქსიმალურად ვცდილობთ ევროპელი ტურისტი და ზოგადად ევროპული ბაზარი მოვიზიდოთ“-კომპანია Geogian Bus

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო
ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World 2024 წარმოდგენილი.
საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო,
ასევე კერძო კომპანიები მონაწილეობენ. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს
Geogian Bus-ის დირექტორი შალვა ხუციშვილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქვეყნის პოპულარიზაციისთვის
მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა. IBTM World 2024 -ზე სხვადასხვა ქვეყნის
ბევრი წარმომადგენელი ჩამოდის და საქართველოს მიმართ ამ გამოფენაზე
საკმაოდ დიდია ინტერესია. IBTM World 2024 -ზე ინტენსიურად მიდის
მოლაპარაკებები, მაქსიმალურად ვცდილობთ ევროპელი ტურისტი და ზოგადად
ევროპული ბაზარი მოვიზიდოთ, რადგან ფრენის კუთხით ახლო ვართ და
გვსურს მაქსიმალურად ბევრი ტურისტული მოვიზიდოთ დასავლეთ ევროპიდან.
ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი ინტერესია: პოლონეთი, გერმანია, ნიდერლანდები
და ესპანეთი“,-აცხადებს შალვა ხუციშვილი.

IBTM World 2024-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს
სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო
საქართველოში საერთაშორისო ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციებისა
და კონგრესების ჩატარებას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება