სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს,
ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს,
სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ
საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება
დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო
საგამოძიებო მოქმედებას .