კახა კალაძე ISFED-ზე: ახლა კეთილი ინებონ და საზოგადოებას წარუდგინონ იმ პარალელური დათვლების შედეგები,რომელიც იქნა ჩატარებული

„ეს ორგანიზაცია ჩვეულებრივ გამყალბებელია. ჩვენ გვახსოვს 2020 წელს, როდესაცმათ გააყალბეს პარალელური დათვლები და ამით სურდათ ქვეყანაში რევოლუციისდა გადატრიალების მოწყობა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემმედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას არასამთავრობო ორგანიზაციაISFED-ის მხრიდან პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებაზე უართანდაკავშირებით ჰკითხეს.თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ISFED-ის დირექტორს, ნინო დოლიძესთავდაპირველად პარალელურ დათვლებთან დაკავშირებით გაკეთებულიგანცხადების გამო, რომლის მიხედვითაც ISFED-ის პარალელური დათვლისა დაცესკო-ს შედეგები ერთმანეთს ემთხვეოდა. ამასთან, მან მოუწოდა ორგანიზაციას,რომ ეს შედეგები მათ დაუყოვნებლივ გაასაჯაროონ.„ახლა კეთილი უნდა ინებონ და წარუდგინონ საზოგადოებას ის პარალელურიდათვლები, რომელიც იქნა ჩატარებული. კი, ქალბატონი დოლიძე გამოვიდა დაპირდაპირ თქვა, რომ ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერგამოქვეყნებული შედეგები მათ პარალელურ დათვლებს, მაგრამ მხოლოდ ესგანცხადება არ ჰყოფნის. კეთილი ინებონ, გამოვიდნენ და საზოგადოებას მიაწოდონინფორმაცია პარალელურ დათვლებთან დაკავშირებით. ქალბატონ დოლიძესმადლობა მინდა პირადად ვუთხრა იმ კორექტული განცხადებების გამო, რაცპარალელურ დათვლებთან დაკავშირებით გააკეთა“, -აღნიშნა კახა კალაძემ.ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ აჭიანურებს ISFED პარალელური დათვლისშედეგების გამოქვეყნებას, თბილისის მერმა უპასუხა, რომ მათ არ სურთსაზოგადოებისთვის სიმართლის თქმა.„არ უნდათ, რომ სიმართლე უთხრან ხალხს. დღეს, ხომ კამპანია მიდის ამწვრილფეხა რადიკალების ჩართულობით, გარედან სიცრუის კამპანია დასაუბრობენ იმაზე, რომ თითქოს არჩევნები რაღაც დარღვევების ფონზე ჩატარდა.ასეთი არჩევნები ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არ და ვერ ტარდება. საერთოდკითხვის ნიშანი არ არსებობს, გაიხსენეთ მათი განცხადებები თუნდაცაპარატურასთან დაკავშირებით, რა განცხადებებსა და მოწოდებებს აკეთებდნენ,იზეიმეს კიდეც გამარჯვება. მას მერე, რაც გაიგეს, რომ დამარცხდნენ და ქართველმახალხმა მათ მიუჩინა შესაბამისი ადგილი, რასაც იმსახურებენ, ამის მერე თურმე არჩევნები ყოფილა გაყალბებული. ყველაზე მტკივნეული და უბედურება კი არის ის, რომ ამას ხელს უწყობს დასავლეთიდან კონკრეტული ადამიანები, რაც ძალიან მძიმე“-განაცხადა კახა კალაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება