„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის სარჩევნო შტაბის უფროსმა ანა წითლიძემ საკუთარ საარჩევნო უბანზე არჩევნები წააგო.
წითლიძემ ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე მოსული 904 ამომრჩევლიდან მხოლოდ 136 ხმა აიღო, ქართულ ოცნებას კი 414-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
„რაც შეეხება მოქმედ დეპუტატს, თუ ყოფილ დეპუტატს ანი წითლიძეს, ამ ქალაქში მან სრულად დაკარგა ნდობა, მათ შორის თავის უბანშივე წააგო. მან თავისი ჭიშკრის მეზობლების ნდობაც კი ვერ დაიმსახურა თავის უბანში. ისინი არიან გარიყული ძალა. ჩვენმა მოსახლეობამ მათ საბოლოოდ უთხრა უარი და დარწმუნებული ვარ ზუგდიდელები ყოველთვის უარს ეტყვიან იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრებას გვიკრძალავდნენ” – განაცხადა დავით კოდუამ დღეს მედიისთვის მიცემულ კომენტარში.